საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №208
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009 წ., №145, მუხ. 1689) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის „დ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-8 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი