საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №891
2010 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი თავის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი