"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
890
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-08
სარეგისტრაციო კოდი
120090000.08.002.016049
"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №890

2010 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულების (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ.1251) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას,”;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია