საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №279
1996 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
გ. ზარიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში გეოლოგიური მეცნიერების, საინჟინრო ძებნა-ძიების დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გიორგი ზარიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე