საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №263
1996 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
კ. ზალდასტანიშვილისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეთანხმებას „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის 28 თებერვლის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ე. შევარდნაძე