ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2010 წლის 2 ნოემბერი
დ. ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №74, 15.05.2007, გვ. 13) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 2.5 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4 500 ლარი.”.
ბ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4 500 ლარი.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე