„ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
69
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-24
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.10.003.000.068
„ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №69

2004 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქ. თბილისის მერი, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ეკატერინე გურეშიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

გიორგი იმნაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

კახა კობერიძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

თეიმურაზ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

კახა საყვარელიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე ქავთარაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჟვანია

 

კრებსითი — სრული ვერსია