საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №249
1996 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
ივანე ნაჩხატაშვილი - კაპიტანი, პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან მებრძოლი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;
ჯუმბერ ხარაძე - მაიორი, პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან მებრძოლი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე.
ე. შევარდნაძე