საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №229
1996 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 25 აგვისტოს დადებული შეთანხმების და 1995 წლის 19 იანვარს დადებული კონვენციის დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 25 აგვისტოს დადებული შეთანხმება და 1995 წლის 19 იანვარს დადებული კონვენცია საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
ა) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;
ბ) კონვენცია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მცენარეთა კარანტინისა და მცენარეთა დაცვის დარგში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და კონვენციის დადება;
ბ) შეატყობინოს ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულება.
ე. შევარდნაძე