„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
886
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-04
სარეგისტრაციო კოდი
300390000.08.002.016047
„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №886

2010 წლის 3 ნოე მბერი

ქ. თბილისი

,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006წ., №19, მუხ. 220) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

ა) ბრძანებულებას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ შესაძლებელია განისაზღვროს აგრეთვე M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.“;

ბ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრამდე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია