საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-03-11
გამოქვეყნების თარიღი
1996-03-29
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №210

1996 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერსა და 1995 წლის 12 იანვარს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული ქვემოთ ჩამოთვლილი შეთანხმებები საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1994 წლის 8 ნოემბერს ქ. ათენში ხელმოწერილი შეთანხმება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1995 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;

ბ) შეატყობინოს საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია