საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №147
1996 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ზ. თავხელიძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ)
ბოროტმოქმედთა დაკავებისას გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და მხედრული ვალის მოხდისათვის თბილისის ვაკის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ზაალ თავხელიძე დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე