საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-01-23
გამოქვეყნების თარიღი
1996-01-31
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი ს

ბრძანებულება № 131

1996 წლის 32 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობას განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოს:

      პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:

  პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ალბერტ ლიპარტაშვილს  –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთო თავდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს;

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკს ვახტანგ ჯაფარიძეს – ონის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსს.

      პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:

პოლიციის მაიორს რაინდ მეტრეველს – ონის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილეს ოპერატიულ დარგში;

პოლიციის მაიორს ბადრი არეშიძეს – ცაგერის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსს.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია