,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.092
,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2004 წლის 23 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მთავრობის კანცელარიის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსი. მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის კანცელარიის უფროსის წარდგინებით“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

კრებსითი — სრული ვერსია