საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №301
1996 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
გ. ძოწენიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქ. ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელი, რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი გიორგი ძოწენიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე