საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №884
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) დამტკიცებულ თანამდებობრივ რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
ბ) მე-8 მუხლს:
ბ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:
„ო1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი