საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №283
1996 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
ვ. სალაყაიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვახტანგ სალაყაია დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე