საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №322
2010 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის №672 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 დეკემბრის №672 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №69, მუხ. 1062) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი