საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №321
2010 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაკრძალვის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 სექტემბრის №405 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი