საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №8
1995 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ი. შავლიაშვილის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
1995 წლის 29 აგვისტოს თბილისში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს გამოჩენილი პირადი მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს უფროსი სპეციალისტი ირაკლი შავლიაშვილი დაჯილდოვდეს მედლით „ მხედრული მამაცობისათვის“.
ე . შევარდნაძე