საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №293
2010 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა, კურსანტთა და რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელთა“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა და მსმენელთა“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი