„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2010 წლის 27 აპრილი

 ქ. თბილისი

„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1998 წ., №3, გვ. 47) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუღალტრულ აღრიცხვას საწარმოში, დაწესებულებაში ახორციელებს ბუღალტერია (ცენტრალიზებული ბუღალტერია).“;

ბ) მე-19 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) უშუალოდ ემორჩილება ხელმძღვანელს. იგი თავის საქმიანობას წარმართავს“ შეიცვალოს სიტყვებით: „მთავარი ბუღალტერი (ბუღალტერი) თავის საქმიანობას წარმართავს“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია