„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
254
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №254

2010 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის შექმნის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფის მიზნით, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია (შემდეგში – აკადემია).

2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) აკადემიის დებულების დამტკიცება;

ბ) აკადემიის ხელმძღვანელის დანიშვნა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 25 იანვრის ბრძანებულება №41– ვებგვერდი, 25.01.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია