საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №190
1996 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
მ. მეზვრიშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, თელავის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე მედეა მეზვრიშვილი საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში, ქვეყნის ერთიანობასა და ძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის.
ე. შევარდნაძე