“კვოტების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ფინანსთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების 2002 წლის 5 აპრილის №2-56, №84, №01\01-01\52, №170 ერთობლივი ბრძანების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-86
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2002-06-17
სარეგისტრაციო კოდი
340170000.11.113.005355
“კვოტების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ფინანსთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების 2002 წლის 5 აპრილის №2-56, №84, №01\01-01\52, №170 ერთობლივი ბრძანების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.355

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №2-86-№165-№01/01-№01/86

2002 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

“კვოტების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ფინანსთა, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების 2002 წლის 5 აპრილის №2-56, №84, №01\01-01\52, №170 ერთობლივი ბრძანების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ფინანსთა, ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების 2002 წლის 5 აპრილს №2-56, №84, №01\01-01\52, №170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დანართში, აღნიშნული სასაქონლო კოდების, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით:

ვბრძანებთ:

აღნიშნული ერთობლივი ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2002 წელს იმპორტით გათვალისწინებული სანაშენე ცხოველების, სანაშენე პროდუქციის, სათესლე მასალის და მცენარეთა დაცვის საშუალებების ჩამონათვალი:

სასაქონლო კოდი

1. სანაშენე მსხვილი რქოსანი პირუტყვი –

500 (ხუთასი) სული                          010210

2. სანაშენე ღორი –

500 (ხუთასი) სული                       010310000

3. სანაშენე ცხვარი და თხა –

500 (ხუთასი) სული          010410100; 010420100

4. სანაშენე ფრინველი და ერთდღიანი წიწილა – 500 000 (ხუთასი ათასი) ფრთა.

                                           010511110; 010511190;

5. სანაშენე საინკუბაციო კვერცხი –

5 000 000 (ხუთი მილიონი)ცალი

                                           040700110; 040700190

6. სანაშენე კუროების ღრმად გაყინული სპერმა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) დოზა    051110000

7. მცენარეთა დაცვის საშუალებები – 3000 (სამი ათასი) ტონა

მათ შორის:

ა) ფუნგიციდები – 1600 (ათას ექვსასი) ტონა – 380820

ბ) ინსექტიციდები – 500 (ხუთასი) ტონა – 380810

გ) ჰერბიციდები, აღმოცენების საწინააღმდეგო 380830

საშუალებები და ზრდის რეგულატორები

მცენარეებისათვის 600 (ექვსასი) ტონა

დ) როდენტიციდები – 300 (სამასი) ტონა – 380890100

8. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების თესლეული

10000 (ათი ათასი) ტონა

მათ შორის:

ა) საშემოდგომო ხორბალი – 4350 ტონა – 100190100

ბ) საშემოდგომო ქერი – 500 ტონა – 100300100

გ) საგაზაფხულო ხორბალი – 150 ტონა – 100190100

დ) საგაზაფხულო ქერი – 150 ტონა – 100300100

ე) მზესუმზირა – 350 ტონა – 120600100

ვ) სიმინდი – 100 ტონა – 100510

ზ) ბოსტნეული – 50 ტონა – 120991

თ) კარტოფილი – 4300 ტონა – 070110000

ი) ლობიო – 50 ტონა – 071331100

დ. კირვალიძე

მ. გოგიაშვილი

გ. გაჩეჩილაძე

კრებსითი — სრული ვერსია