საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №877
2010 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001წ., №78, მუხ.555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და 267 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი