,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
214
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-07
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №214

2010 წლის 7 აპრილი

 ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ. №73, მუხ. 685) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პერსონალური და სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.“;

ბ) ბრძანებულების №1 დანართიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე“, ,,საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“, ,,საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელიც ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, ,,საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი“, ,,საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია