,,ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-04-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-04-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №211

2010 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

„ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. საქართველო შეუერთდეს „ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო კონვენციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო არ კისრულობს ,,ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას კონვენციის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული დავის ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს გაეროს გენერალურ მდივანს (დეპოზიტარი) წინამდებარე ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საერთაშორისო კონვენციასთან საქართველოს შეერთების შესახებ.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია