საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №206
2010 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანებით განსაზღვრულ კატეგორიებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №240 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობა |
| 1 | დეპარტამენტის უფროსი | 2170 |
| 2 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 2110 |
| 3 | დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - სამმართველოს უფროსი | 2110 |
| 4 | სამმართველოს უფროსი | 1700 |
| 5 | მინისტრის მრჩეველი | 1540 |
| 6 | მრჩეველი (I კატეგორია) | 1540 |
| 7 | მრჩეველი (II კატეგორია) | 990 |
| 8 | მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეები | 990 |
| 9 | გამომძიებელი | 1040 |
| 10 | სპეციალისტი (I კატეგორია) | 750 |
| 11 | მძღოლი (I კატეგორია) | 790 |
| 12 | მძღოლი (II კატეგორია) | 690 |