„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეცილური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-03
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016028
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეცილური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №205

2010 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2009წ., №44, მუხ. 499) დამტკიცებული დებულების დანართი  №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.

5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს გამომძიებელი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი – I კლასის იურისტი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია