თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №10/44
2010 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ფოთი
„ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/ 36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9 /36 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ. , მუხ.101 8) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში , კერძოდ:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის ახალგაზრდობის მომზადების მხარდაჭერის შესახებ ”.
2 . დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ეს.
3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კომისიის სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას”.
4. ამოღებულ იქნ ეს დებულების მე-4 მუხლი.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . საღინაძე