"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10/42
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2010-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016015
"თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/42

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად,

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები „ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9 /34 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010 წ. ,მუხ.101 6) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში , კერძოდ:

1. დებულების მე-3 მუხლის 2-ე პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ეს.

2. დებულების მე-3 მუხლის 2-ე პუნქტის „ე” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომისიის სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას”.

3. ამოღებულ იქნ ეს დებულების მე-4 მუხლი.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ი . საღინაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია