საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 36
1995 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
გ. ლომინაძის ვახტანგ გორგასლის ll ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაში, სტაბილიზაციის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დასავლეთ საქართველოში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებული გივი ლომინაძე დაჯილდოვდეს ვახტანგ გორგასლის ll ხარისხის ორდენით.
ე . შევარდნაძე