,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 197

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №6, მუხ. 144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) უზრუნველყონ „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმების დამზადება.“;

ბ) მე-4 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

გ.ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნისას ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით შემოსავლების სამსახურის რეგიონულ ცენტრში (შემდეგში – საგადასახადო ორგანო) წარადგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).“;

გ.ბ) მე-16 მუხლში სიტყვების: „ ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში,“ შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“;

გ.გ) №2 დანართში სიტყვები: „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით: „ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია