„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
183
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №183

2010 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) №1 დანართის „ღ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის“;

ბ) №2 დანართის „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის,“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია