"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016010
"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 30

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. ვანი

 ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპა ლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,სამსახურის კომპენტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.”.

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძემ

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 დ. კაკაბაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია