"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016009
"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 1 ნოემბერი

ქ. ვანი

   „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №16  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის            13 აგვისტოს №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სამსახურის კომპენტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო”.

 მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძემ.

 მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე   დ. კაკაბაძე 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია