ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2010 წლის 1 ნოემბერი
ქ. ვანი
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
მუხლი1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამსახურის კომპენტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.”.
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძემ.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე