"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-15
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.169.016007
"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №36

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის ა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ ენს:

1. „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების შესავალი ნაწილი (პრეამბულა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგ ენს: “;

ბ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად ჩაიწეროს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ამოღებულ იქნეს VII თავიდან სიტყვები „ პირველი მორიგი სხდომა“ და მათ ნაცვლად ჩაიწეროს „პირველი სხდომ ა“;

დ) 92-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით , მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3 -ისა.

ე) 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად .“;

ვ) 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით“ .

2. დადგენილება ამოქმ ედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3 . დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზია ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში .

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                         ზ. ფიროსმანაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია