„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
159
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №159

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) 262 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;“;

ბ) 262 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია