„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-03-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-05
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №151

2010 წლის 3 მარტი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., № 78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) 262 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე – აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;“;

ბ) 262 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 263 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) ცვლის უფროსი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია