საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №143
2010 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს შექმნის შესახებ
1. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლეს.
5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულება №829 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.