ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ტერიტორიული ორგანოს" დებულების დამტკიცების შესახებ, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016032
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის "ტერიტორიული ორგანოს" დებულების დამტკიცების შესახებ, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ხონი 

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 2010 წლის 8 ოქტომბრის №01–40/911 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება.

1. დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება „ადმინისტრაციული სამსახური არ არის იურიდიული პირი“.

    მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. გელენიძე

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია