"ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.119.016034
"ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ხონი

 „ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხონისმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ხონის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრული დამბლით, ონკოლოგიური, ლეიკემიით, ტუბერკულიოზით, შაქრიანი დიაბეტით, ბრონქიალური ასთმით, სუნთქვის უკმარისობით თვალის ატროფიით, ამბლიოპიით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვები, თითეულზე – 200 ლარი.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. გელენიძე

კრებსითი — სრული ვერსია