საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №74
2010 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2009 წლის 8 დეკემბერს ქ. თბილისში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი