შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ნოემბრის №620 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
87
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-02-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-03-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ნოემბრის №620 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №87

1999 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ნოემბრის №620 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

იმის გამო, რომ 1998 წელს ვერ მოხერხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის“ დაფუძნება და ამ უკანასკნელისათვის სამარკო ღვინის საწარმოებლად ვარგისი ღვინისა და ღვინომასალების შეძენისათვის სესხის გამოყოფა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 ნოემბრის №620 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამებას“ სამარკო ღვინის საწარმოებლად ვარგისი ღვინისა და ღვინომასალების შეძენისათვის სესხად, 5 წლით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 5-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით 1999 წელს გამოეყოს 1290 (ათას ორას ოთხმოცდაათი) ათასი ლარი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სასაქონლო კრედიტით შემოტანილი ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებიდან. სესხის ძირითადი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის პროცენტის დაფარვა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით“.

2. ბრძანებულებას დაემატოს ახალი მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამებამ“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძური“ დაფუძნებისთანავე გადასცეს ამ უკანასკნელს სესხით შეძენილი სამარკო ღვინოების საწარმოებლად ვარგისი ღვინო და ღვინომასალები, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამებაზე“ ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების გადაფორმება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „წინანდალი – საქართველოს ღვინის საგანძურზე”, ღვინო და ღვინომასალების გადატვირთვის შემდგომ“.

3. ბრძანებულების მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები გადაინომროს აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.

 ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია