„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
66
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №66

2010 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის № 970 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №159, მუხ. 1928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია