„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
59
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №59

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის №79 ბრძანებულების (სსმ III, 2008 წ., №22, მუხ. 246) №2 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში ოლეგ ხაჩიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს დავით მარშანია – ოტოლარინგოლოგი, ხოლო გურამ სხირტლაძის ნაცვლად – ქეთევან ზედაშიძე – ფტიზიატრი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია