„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-01-27
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №57

2010 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) 112 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის, ადმინისტრაციის (სამსახურის) უფროსი;“;

ბ) 114 მუხლს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) სპეციალისტი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 29 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია