„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში ცვლილების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
504
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-23
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში ცვლილების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №504

1999 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში ცვლილების  თაობაზე

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკი­ცებული დებულების მე-9 თავის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოფიცერი შეიძლება სამხედრო სამსახურს გადიოდეს სხვადასხვა თანამ­დებობაზე სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების დაწე­სებულებებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში, სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზ­ვერ­ვის სახელმწიფო დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპე­ციალურ სამსახურში კადრში დატოვებით.

ამ შემთხვევაში სამსახურის პერიოდი ითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია